ამოცანა 7
კულტურების სიცოცხლისუნარიანობის დადგენა წვენის ნიმუშებში ინკუბაციის დროს
კონსორციუმი I: Lactobacillus casei G91+ Lactobacillus plantarum G99
კონსორციუმი II: Lactobacillus casei G51+ Lactobacillus plantarum G101.
კონსორციუმ I-ით შავქლიავას წვენის 3-დღიანი ფერმენტაციის შემდეგ რძემჟავა ბაქტერიების შტამების საწყისმა კონცენტრაციამ 1.0×107±0.06 კწე/მლ-იდან მოიმატა 4.0×108±0.08 კწე/მლ-ამდე, სამაცივრე პირობებში შენახვიდან მე-7 დღეს ბაქტერიების ტიტრი გაიზარდა 2.0×109±0.09 კწე/მლ-ამდე. 21-ე დღიდან დაიწყო უჯრედების რაოდენობის 10-ჯერ შემცირება, ხოლო 35-ე დღეს შემცირდა ტიტრამდე 1.8×107±0.06 კწე/მლ. კონსორციუმ II-ით ფერმენტირებულ შავქლიავას წვენში 3-დღიანი კულტივირებისას, პრობიოტიკების საერთო რაოდენობა 3-ჯერ ნაკლები იყო კონსორციუმ I-ით ფერმენტირებულ წვენთან შედარებით და შეადგენდა 1.4×108 კწე/მლ-ს. პრობიოტიკების ტიტრი სამაცივრე პირობებში 35-ე დღეს შემცირდა 1.2×106 კწე/მლ-ამდე. ატმის წვენების კონსორციუმი I-ით 3-დღიანი ფერმენტაციის შემდეგ ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა შეადგენდა 2.0×108 კწე/მლ-ს, ხოლო კონსორციუმ II-ის შემთხვევაში 4.0×108±0.15 კწე/მლ-ს. მატება გრძელდებოდა კონსორციუმ I-ით ფერმენტირებულ წვენში 7 დღის განმავლობაში, საბოლოოდ, 35-ე დღეს, კონსორციუმ I-ში ბაქტერიების ტიტრი შეადგენდა 4.2×105±0.10 კწე/მლ-ს და კონსორციუმ II-ში კი 3.2×104±0.25 კწე/მლ-ს (სურათი 2, ცხრილი 1). მიკროორგანიზმების ბაქტერიოსტატიკური აქტივობის დასადგენად ასევე ჩატარდა სუსპენზიის ოპტიკური სიმღვრივის გაზომვა სპეტროფოტომეტრზე. თერმოსტატში ფერმენტაციისას კონსორციუმ I-ით ფერმენტირებულ წვენებში უჯრედების რაოდენობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე კონსორციუმ II-ით ფერმენტირებულებში. 21-ე დღეს, გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემები შეესაბამებოდა კოლონიის წარმომქმნელი ერთეულით მიღებულ მონაცემებს (სურათი 3).
ცხრილი 1. პრობიოტიკური ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობა (კწე/მლ) შერჩეული კონსორციუმებით: კონსორციუმი I (Lactobacillus casei G91 + Lactobacillus plantarum G99); კონსორციუმი II (Lactobacillus casei G51 + Lactobacillus plantarum G101) ფერმენტირებულ ხილის წვენებში
დრო |
შავქლიავას ფერმენტირებული წვენი |
ატმის ფერმენტირებული წვენი |
კონსორციუმი
I |
კონსორციუმი
II |
კონსორციუმი
I |
კონსორციუმი
II |
ჩათესვის მომენტი |
1.0×107±0.06 |
1.0×107±0.06 |
1.0×107±0.06 |
1.0×107±0.06 |
3 დღე (ფერმენტაცია 37 °C) |
4.0×108±0.08 |
1.4×108±0.15 |
2.0×108±0.12 |
4.0×108 ±0.10 |
4 დღე (შენახვა 4 °C) |
8.2×108±0.08 |
9.0×108±0.09 |
2.3×108±0.08 |
2.0×109±0.07 |
7 დღე (შენახვა 4 °C) |
2.0×109±0.09 |
1.2×108±0.06 |
1.0×109±0.25 |
5.4×108±0.11 |
14 დღე (შენახვა 4 °C) |
1.0×109±0.08 |
1.6×108±0.01 |
1.0×108±0.03 |
4.0×107±0.04 |
21 დღე (შენახვა 4 °C) |
1.6×108±0.07 |
5.0×107±0.12 |
2.4×108±0.07 |
3.0×107±0.09 |
28 დღე (შენახვა 4 °C) |
3.4×107±0.06 |
1.2×106±0.05 |
1.5×106±0.07 |
1.0×105±0.06 |
35 დღე (შენახვა 4 °C) |
1.8×107±0.06 |
1.2 ×106 ±0.13 |
4.2×105±0.10 |
3.2×104±0.25 |

სურ. 2. ფერმენტირებულ ქლიავის წვენში ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობის ცვლილება დინამიკაში
კონსორციუმი I: Lactobacillus casei G91 + Lactobacillus plantarum G99.

სურ. 3. პრობიოტიკული ბაქტერიების უჯრედების რაოდენობრივი ცვლილებები ფერმენტირებულ ხილის წვენებში შერჩეული კონსორციუმებით: კონსორციუმი I (Lactobacillus casei G91 + Lactobacillus plantarum G99);
კონსორციუმი II (Lactobacillus casei G51 + Lactobacillus plantarum G101)
გვერდის დასაწყისი